გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებისა და მომღერალ მამუკა ონაშვილის ხსოვნას თბილისის მთავრობის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დედაქალაქის მერმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
კახა კალაძემ ქვეყნისთვის ექიმებისა და მაშველების მნიშნელობაზე ისაუბრა და მათი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ის ასევე მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მამუკა ონაშვილის არ ყოფნა ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია.