მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. მომღერალს 4 აგვისტოს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ცხედრის ტაძრიდან გამოსვენება 14 საათზე მოხდება.
მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.