უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ გამოდის. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძნა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც "ანტიკორუფციული მოძრაობის" ხელმძღვანელი პირების ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას, წინააღმდეგაა მიმართული.
მამაცაშვილი ცილისწამებისთვის 150 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.