აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება.
ქვეყნისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს მოიცავს.