მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებულ ლევან ზურაბაშვილს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ მეორე ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ზურაბაშვილი ორი, ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დამნაშავედ იქნა ცნობილი.
როგორც მსჯავრდებულ ზურაბაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მესამე ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია, რომ ლევან ზურაბაშვილის მხრიდან იძულებას ჰქონდა ადგილი და არა მძევლების ხელში ჩაგდებას, არ გაითვალისწინა.
წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ზურაბაშვილმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.