ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს - Palitra News

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

2022-08-02 17:32:01+04:00

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც მათი პანაშვიდი მიმდინარეობდა, გამოასვენეს და საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.

ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა.

ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამძიმრის წერილი გაავრცელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაღუპულები მედლით დაჯილდოვდებიან.