მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა - Palitra News

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა

2022-08-02 18:17:50+04:00

მოსკოვის მუქარა ვაშინგტონს. იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს, მოსკოვი ვაშინგტონთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედებით ვაშინგტონი საბოლოო ხაზის გადაკვეთას რისკავს, საიდანაც უკან სადაბრუნებელი გზა არ არსებობს.