სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - Palitra News

სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

2022-08-02 18:23:56+04:00

სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდი ხვალაც, 16:00 საათიდან გაიმართება. მომღერალს 4 აგვისტოს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ცხედრის ტაძრიდან გამოსვენება 14 საათზე მოხდება. მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.