გიორგი ვაშაძე - მედვედევი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი არ არის, მაღალი თანამდებობის პირია - პერსონალურად კობახიძეს მინდა დავუსვა კითხვა: ხომ არ გაგიჩნდათ კითხვა ან მოსაზრება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით?! - Palitra News

გიორგი ვაშაძე - მედვედევი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი არ არის, მაღალი თანამდებობის პირია - პერსონალურად კობახიძეს მინდა დავუსვა კითხვა: ხომ არ გაგიჩნდათ კითხვა ან მოსაზრება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით?!

2022-08-02 20:00:34+04:00

დიმიტრი მედვედევის გვერდზე გავრცელებულ იმპერიალისტური შინაარსის განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. ხელისუფლებაში, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას აბსურდულსა და მავნებლურს უწოდებენ. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ დიმიტრი მედვედევის ნათქვამი აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული განწყობების კიდევ ერთი გამოვლინებაა. ოპოზიციაში კი მმართველ პარტიას უფრო მკვეთრი და მკაფიო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან ირკვევა, კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს. საქართველო კი რუსეთის ისტორიულ ნაწილად იყო მოხსენიებული. - მერაბ პაპაშვილი გვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მერაბ გისმენთ.