„ხალხის ძალა“ - ასე ჰქვია საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატები აფუძნებენ. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არ გამორიცხავენ, რომ მალე პოლიტიკური პარტიაც დაარეგისტრირონ. დეპუტატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ომის საფრთხე ქვეყნის წინაშე ისევ დგას.