უკრაინა იარაღის მიწოდებას უფრო სწრაფი ტემპით ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნატო-ს გენერალურ მდივანს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა ელენოვკას კოლონიაში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა.