პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებასაც დედაქალაქის მერია განახორციელებს, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს. აღნიშნული პროექტი საპილოტეა, რომლის ბაზრის კვლევაც უკვე გამოცხადდა. თბილისის მერის ინფორმაციით, ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.