2022 წლის მე-3კვარტლისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს ინფორმაციას.
მცირე და საშუალო ბიზნესები კი კვლევის თანახმად, ძირითად გამოწვევებად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე დაბალ ხელმისაწვდომობას ასახელებენ.
ამასთან, „აისეტის“ ცნობით, ბიზნესის მხრიდან გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 11.6-ით შემცირდა და 29.8 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი შემცირდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობის სექტორისა.
„აისეტის“ ცნობით, 2022 წლის მე-3 კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება (+13.8) მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.