საფრანგეთმა, რუსეთის ცენტრალური ბანკის ქონების გარდა, 1,2 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ გაზეთ La Tribune-თან ინტერვიუს დროს ფინანსთა სამინისტროს დაზვერვის განყოფილების უფროსმა, გიომ ვალეტ-ვალამ განაცხადა.
მისი თქმით, გაყინულია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური აქტივები.
მანამდე იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ ექვსმა მიიღო აქტიური მონაწილეობა ევროპაში რუსული აქტივების ბლოკირებაში.
საუბარია - გერმანიაზე, საფრანგეთზე, ირლანდიაზე, ავსტრიაზე, ბელგიასა და ლუქსემბურგზე, რომელთა წილიც ევროკავშირის მასშტაბით გაყინული 13,9 მლრდ ევროს აქტივებიდან 12,7 მლრდ ევროს შეადგენს.