ამერიკული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Estee Lauder-ი ამერიკულ მოდის სახლ Tom Ford-ის შესაძენად მოლაპარაკებებს მართავს. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა, 3 მილიარდ დოლარს მიაღწიოს - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც გაზეთს საკუთარმა წყარომ განუცხადა, ეს შეიძლება გახდეს ამ ამერიკული კომპანიისთვის უმსხვილესი შენაძენი. ამასთან, არანაირი გარანტია არაა, რომ მხარეები მივლენ შეთანხმებამდე, ვინაიდან ამ მოდის სახლის ყიდვის სურვილი სხვებსაც აქვთ.
Estee Lauder-ი გარდა იმისა, რომ აწარმოებს პროდუქციას საკუთარი სახელით, ასევე ფლობს 30-მდე სხვადასხვა ბრენდს, რომელთა შორის არიან MAC Cosmetics, Clinique, ასავე აწარმოებს სუნამოებს მოდის სახლებისთვის DKNY და Tom Ford.