ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას "ერთნაირსქესიანთა ქორწინების" შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა.
პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოების დემოკრატიულობის დონეს მათ შორის ის ფაქტიც განსაზღვრავს, რამდენადაა მთავრობის პოლიტიკა მიმართული, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი უფლებები.
როგორც პრეზიდენტის პასუხშია აღნიშნული, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება დაფუძნებულია მამაკაცისა და ქალის თანხმობაზე, საომარი მდგომარეობის დროს კი, კონსტიტუციის ცვლილება არ ხდება.