რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პროვოკაციული გზავნილი მსოფლიოსა და საქართველოს. დიმიტრი მედვედევი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და ომის დამატებითი ფრონტების გახსნაზე ღიად ალაპარაკდა, ეს კი ქართული ოპოზიციის აზრით, მორიგი თუმცა კიდევ უფრო მეტად საყურადღებო მუქარაა.
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის რეჟიმის მაღალჩინოსისგან წამოსული გზავნილები, მათი იმპერიალისტური გეგმების დასტურია. ამიტომ მედვედევის მცდელობას გადაწეროს საქართველოს ისტორია, შესაბამისი და ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს.