საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების გზა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს. დასახელდა შემადგენლობაც - მმართველი პარტია, ოპოზიციური ჯგუფები და არასამთავრობო სექტორი.
სამუშაო ჯგუფში ჩართვის სურვილი კომიტეტის სხდომაზევე გამოთქვა თამარ კორძაიამ - პარლამენტის უფრაქციო წევრმა, რომელიც პარალელურად ოპოზიციის ალტერნატიულ პროცესშია ჩართული.
როგორც ირკვევა, პარტიების პოზიციებს არ იცვლიან და პროცესებს მხოლოდ საკომიტეტო ფორმატებში შეუერთდნენ. სწორედ ამის გათვალისწინებით აღმოჩნდნენ კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტნიორი პარტიები.