უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ უბანში. სამაშველო სამსახურებმა შენობიდან მაცხოვრებლები წარმატებით გამოიყვანეს.
მძიმე აღმოჩდა გასული ღამე ხარკოვისთვისაც, სადაც აგრესორებმა ათობით რაკეტა გაისროლეს. აფეთქებების შედეგად დაინგრა შენობები.
უკრაინელმა სამხედროებმა, კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტების შეტევა წარმატებით მოიგერიეს.