ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ტაივანში ჩავიდა, ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა.
ტივანის პრეზიდენტმა ნენსი პელოსის ურყევი მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებს.
"ტაივანის მიმართ სოლიდარობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ამ მესიჯით ჩამოვედით ტაიპეიში"- განაცხადა ნენსი პელოსიმ.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანი აშშ-ის სანდო პარტნიორია და აშშ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები არაერთხელ გააფრთხილა, რომ პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.