ცნობილმა სპორტულმა საიტმა Sofascore-მა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაზე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ქართველმა პირველი ტური იდეალურად ჩაატარა - მეცმა ამიენს 3:0 მოუგო, ხოლო გიორგის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა.
"ამ შანს დიდხანს ველოდი, ამიტომ თავს დიდებულად ვგრძნობ", - განაცხადა მიქაუტაძემ. გიორგი პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში 8.1 შეფასებით მოხვდა.
11-ეულში ასევე დასახელდა შეტევაში მისი თანაგუნდელიიბრაჰიმა ნიანი.
მიქაუტაძეს მეცში დამკვიდრება ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში სურდა, მაგრამ შანსი იშვიათად ეძლეოდა, ამიტომაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ის ისევ სერენში გაანათხოვრეს, სადაც 10 გოლი გაიტანა. ახლა 21 წლის ფორვარდი კვლავ მეცშია, ოღონდ, ამჯერად, გუნდი ლიგა 2-ში ასპარეზობს.
გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მეცი ლიგა 2-ის მე-2 ტურში 8 აგვისტოს, სტუმრად კაენს შეხვდება