საქართველოს ნაკრებისა და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატის 24-ე ტურში სეულის კარში ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.
ვაკომ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. გოლის გატანა კი 58-ე წუთზე მოახერხა, მან საჯარიმოს ხაზიდან აუღებლად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ყაზაიშვილისთვის აღნიშნული გოლი მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე იყო. ულსან ჰიუნაი ლიგას 51 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ჩონბუკ მოტორსს 6 ქულით უსწრებს.