სუმოდან წასვლიდან დაახლოებით 20 თვის თავზე ქართველი სუმოისტის თეიმურაზ ჯუღელის იგივე გაგამარუს საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა. ქართველი სუმოისტი ცერემონიაზე ჩოხით მივიდა.
საღამოს მოწყობა მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი და მას 250-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული ყოფილი იოკოძუნა, მონღოლი ჰაკუჰო იყო. მონღოლელი ცერემონიაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ მან შეჭრა გაგამარუს თმა, რაც დოჰიოდან გაცილებისას აუცილებელი პროცედურაა.
ქართველ სუმოისტს საერთო ჯამში 89 ბაშო აქვს ჩატარებული და 1052 ორთაბრძოლიდან 516 აქვს მოგებული