მხოლოდ მიმდინარე წელს თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 22 აფთიაქი გამოავლინეს, რომლებიც სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.
ობიექტებიდან დიდი ოდენობით მედიკამენტები ამოიღეს.
ირკვევა, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად აფთიაქების ხელმძღვანელებმა ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. ფაქტზე 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.