„ლელოს“ ინიციატივას რუსეთთან და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ, დედაქალაქის მერი ეხმაურება. როგორც ირკვევა, კახა კალაძე ინიციატივას არ ეთანხმება.
თბილისის მერს მიაჩნია, რომ ტურისტული მიმართულების განვითარება ეკონომიკის გაძლიერებასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, კალაძის ინფორმაციით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს.