უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა - Palitra News

უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

2022-08-03 11:05:56+04:00

აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. მონაცემები შესაბამის ბმულზე უკვე აისახა. პირად გვერდზე გამოსაცდელს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

საპრეტენზიო განაცხადების მიღება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.