კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე - ჩვენ ერთგული ამომრჩეველი გვყავს და მგონია, რომ მათი წართმევის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" პრობლემა არ ექნება - Palitra News

კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე - ჩვენ ერთგული ამომრჩეველი გვყავს და მგონია, რომ მათი წართმევის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" პრობლემა არ ექნება

2022-08-03 12:08:15+04:00

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები შესაძლოა ქვეყანას ახალი პოლიტიკური პარტიის სახელით მოევლინონ. არსებობს რისკი იმის შესახებ რომ მმართველ პარტიას ხმები სწორედ მათი ყოფილი თანაგუნდელების მეშვეობით წაერთვას.

დედაქალაქის მერის პოზიციით, ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება. რადგან, მისი აზრით, ხელისუფლებას ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც მშვიდობის პოლიტიკას იზიარებენ. მეტიც, კახა კალაძე ირწმუნება, რომ მათი ამომრჩეველი ქართული ოცნების ერთგული დარჩება.