ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის ქუჩის შესახვევიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც დასრულებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.