მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც 78%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით. ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზეა ესპანეთი, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო და თურქეთი.
რაც შეეხება სექტორების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 236 მლნ აშშ დოლარი ენერგოსექტორზე მოდის; შემდეგია – ფინანსური სექტორი – 111 მლნ დოლარით; მას მოსდევს უძრავი ქონების სექტორი.
სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს, რომ საინვესტიციო კლიმატი საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელია. ამას ემატება ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს უცხოური კაპიტალისმოზიდვის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის მიუხედავად, არის გამოწვევებიც.
უფრო დეტალურად, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევებე, უპირატესობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ანალიტიკური ორგანიზაცია "ეოქეისის" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი საუბრობს.