ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, 6 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი - Palitra News

ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, 6 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

2022-08-03 13:56:50+04:00

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.