საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის "დინამო" ფეხბურთის ფედერაციისგან მტკიცებულებებს ითხოვს. გუნდის პრეზიდენტი მათ მიერ გარიგებულ თამაშში მონაწილეობას ცილისწამებას უწოდებს და საქმეზე პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. მისი განმარტებით, ფეხბურთის ფედერაციამ გუნდის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიღო. საუბარია ორ თამაშზე, რომელის გაყიდვაშიც ფედერაციამ კლუბი დაადანაშაულა.
კლუბი პროკურატურას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.