საკანონმდებლო ცვლილებები - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. - ეს იყო მთავარი განსახილველი თემა პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრის დროს. აუდიენციაში მონაწილეობა „მოქალაქეებმა“, „გირჩმა“ „საქართველოსთვის“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მიიღეს. არსებული ინფორმაციით, დისკუსია ანტიკორუფცვიული ღონისძიებების, „საარჩევნო კოდექსის“ გადახედვისა და ორი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხზე გაიმართა. ირკვევა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რაზეც კომიტეტი 4 აგვისტოს სხდომას გამართავს. სამუშაო ჯგუფები „დეოლიგარქიზაციისთვის“, სასამართლო რეფორმისთვის“ „საარჩევნო კოდექსის გადასინჯვისა“ და ანტიკორუფციული ღონისძიებების საკითხზე იმუშავებენ.