უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა - ამის შესახებ ინფორმაციას არასამტავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.