სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება - როდიდან ამოქმედდება ახალი წესი - Palitra News

სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება - როდიდან ამოქმედდება ახალი წესი

2022-08-03 18:47:54+04:00

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამომხარებლო დაკრედიტების შენელებისათვის გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები. კერძოდ, ეს ინსტრუმენტია სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება,“- აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და 1 წლის ვადით იმოქმედებს.