უკრაინაში მინდინარე ომისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად, ომის შემდგომ ქვეყანაში 6 400მდე რუსული კომპანია დარეგისტიტრდა, მათი 9სს3% ინდივიდუალური საწარმოა, რაც მიანიშნებს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. ოპოზიციის განმარტებით, არსებობს გზები, რომლითაც შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკა რუსულ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული, რაც ხელისუფლებამ ქმედით ნაბიჯებით უნდა გააკეთოს. თავად მმართველი პარტია მსგავს შეფასებებს მორიგ აგორებულ კაპანიას უწოდებს.