პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერს, ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.პოლიტიკოსი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრების დიდი ნაწილი ეხება იმ პერიოდს, როდესაც ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და ეს გაცილებით უფრო სახიფათოა . ბესელია ასევე აცხადებს, რომ დანაშაულის კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე, ამიტომ ძნელად წარმოსადგენია გამოძიების ფარგლებში პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ. 2021 წლის 13 სექტემბერს ე.წ. კრებსები გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ 58 000-მდე ფაილს შეიცავდა. აღნიშნული დოკუმენტები სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.