ამასთან, ოფიციალური ბაქო ირწმუნება, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ისინი რამდენიმე სიმაღლეს აკონტროლებენ.
სომხური მედიის ცნობით კი, დღეს დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.
„არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგის გამო დიდ მწუხარებას და თანადგომას უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს. კიდევ 14 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა სიმძიმითაა დაჭრილი“ - აღნიშნულია არაღიარებული არხაცის ე.წ რესპუბლიკის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
როგორც სომხური მედია იტყობინება, არცახის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების ახალ რაუნდს და ამას სომხების სიძულვილის მორიგ გამოვლინებად აფასებს.
ამასთან, არცახის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიზანმიმართულად შეაფასოს აზერბაიჯანის ქმედებები და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ოფიციალური ბაქოს დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად.
გარდა ამისა, სომხური მედიასაშუალებები წერენ, რომ „არცახის რესპუბლიკის“ ე.წ პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ე.წ რესპუბლიკაში ცალმხრივი სამხედრო მობილიზაცია 2022 წლის 3 აგვისტოდან გამოცხადდა.