Heineken ცდილობს, რუსული ბიზნესი წლის ბოლომდე გაყიდოს - ფასი 475 მლნ ევროა - Palitra News

Heineken ცდილობს, რუსული ბიზნესი წლის ბოლომდე გაყიდოს - ფასი 475 მლნ ევროა

2022-08-04 07:32:37+04:00

ჰოლანდიურ ლუდსახარშ Heineken-ს სურს, რომ რუსეთში ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწიოს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის პრესსამსახურმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა. Heineken-მა რუსეთში თავისი აქტივები 475 მლნ ევროდ შეაფასა.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, კონცერნის სუფთა მოგებამ 2022 წლის აპრილიდან ივნისამდე 1,27 მლრდ ევრო შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უფრო ნაკლები, 1,03 მლრდ ევროს სუფთა მოგება ჰქონდა. კორექტირებული მოგება 40%-ით, 1,33 მლრდ ევრომდე გაიზარდა. ასევე, შარშანდელი მეორე კვარტლის 10,01 მლრდ ევროს შემოსავალი წელს 13,49 მლრდ ევრომდე გაიზარდა.

მარტის დასაწყისში კონცერნმა გამოაცხადა, რომ რუსეთში Heineken-ის ბრენდის ქვეშ ლუდის წარმოებასა და გაყიდვას აჩერებს, ასევე, რუსული განყოფილებიდან მოგების მიღებაზე უარს ამბობს.

ცნობისთვის, კომპანია რუსეთის ბაზარზე 2002 წლის თებერვლიდან მუშაობს.