მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი დაიღუპა - Palitra News

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი დაიღუპა

2022-08-03 22:28:26+04:00

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ანესთეზიის გაკეთების შემდეგ ბავშვს სუნთქვის დარღვევა დაეწყო და გული გაუჩერდა.

მათივე ცნობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.