ანსამბლი „დიდგორი“ 3-6 აგვისტოს სვანეთში საკონცერტო ტურნეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამართავს.
ტურნეს ფარგლებში 4 აგვისტოს დიდგორელები მონაწილეობას მიიღებენ ლიჩანიშობის დღესასწაულში, რომელიც ყოველ წელს, კვირიკობის მომდევნო ხუთშაბათს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (XVIII- XIX საუკუნეები) იმართება. პროექტის “შენ გელოდება”-ს ფარგლებში Europcar-ი და დიდგორი ლიჩანიშობის შესახებ ვიდეო კლიპს მოამზადებენ.
4 აგვისტოს, 21:00 საათზე “დიდგორი” კონცერტს გამართავს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში. xოლო 5 აგვისტოს, 20:00 საათზე ლენტეხში, ცენტრალურ მოედანზე. პროექტის მხარდამჭერია კომპანია „Europcar“-ი.