თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად Apple-მა Lamborghini-ის ყოფილი აღმასრულებელი გადმოიბირა - Palitra News

თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად Apple-მა Lamborghini-ის ყოფილი აღმასრულებელი გადმოიბირა

2022-08-04 10:06:16+04:00

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად ლეგენდარული იტალიური ავტომწარმოებლის, Lamborghini-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი, ლუიჯი ტარაბორელი გადმოიბირა, - სიახლის შესახებ Bloomberg-ის სანდო ანალიტიკოსი, მარკ გარმენი წერს.

ტარაბორელი უკვე ოცი წელია Lamborghini-ში მუშაობს, სადაც, ყველაზე ბოლოს, სავალი ნაწილისა და საავტომობილო დინამიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.მარკ გარმენის ინფორმაციით, ლუიჯი ტარაბორელი ერთ-ერთ უმთავრეს თანამდებობას დაიკავებს Apple-ის ელექტრომობილების განყოფილებაში.