მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დღეს დაკრძალავენ - Palitra News

მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დღეს დაკრძალავენ

2022-08-04 08:54:37+04:00

მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.

მისივე თქმით, ონაშვილის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

„დაკრძალვა იქნება ხუთშაბათს, 4 აგვისტოს. გამოსვენება მოხდება 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან. მამუკას დავკრძალავთ მახათას მთაზე, ახალ პანთეონში, ტაძართან ახლოს“, - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა.