პარლამენტის ვიცე სპიკერი ვარაუდობს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურა ეყოლება, რომელზე პოზიციების შეჯერებასაც ოპონენტებთან შეეცდებიან. თუმცა, გია ვოლსკი განმარტავს, რომ კონკრეტული პიროვნებებზე პარტიაში, ჯერჯერობით, საუბარი არ ყოფილა.
"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. გიორგი ვაშაძე ირწმუნება, რომ პარტიაში თემაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.