საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია არ მოხდება იქამდე, სანამ ხელისუფლებაში არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია - გიგა ბოკერია - Palitra News

საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია არ მოხდება იქამდე, სანამ ხელისუფლებაში არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია - გიგა ბოკერია

2022-08-04 09:10:12+04:00

პარტია „ევროპული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია არ მოხდება იქამდე, სანამ ხელისუფლებაში არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

პარტიის ლიდერს გიგა ბოკერიას არ სჯერა, რომ ქვეყანა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულებას შეძლებს.

ბოკერიას მიაჩნია, რომ საზოგადოება მხოლოდ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული.