იმ ტიპის ლიდერი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ბედთან ყოველლთვის იქნება დამოკიდებული - ნუგზარ წიკლაური - Palitra News

იმ ტიპის ლიდერი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ბედთან ყოველლთვის იქნება დამოკიდებული - ნუგზარ წიკლაური

2022-08-04 09:10:35+04:00

დატოვებს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას? კითხვა პოლიტიკურ სპექტრში უკვე რამდენიმე დღეა აქტუალობას არ კარგავს.

ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ იმ ტიპის ლიდერი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ბედთან ყოველლთვის იქნება დამოკიდებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღნიშნავს, რომ ახლა უმთავრესი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა.

წიკლაური ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკურ საქმიანობას ვერ შეძლებს.