„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, არ შეცვალოს სტატუს-კვო და ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯი-7ის ქვეყნები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბოლოდროინდელი, გამოცხადებული მუქარის შემცველი ქმედებებით შეშფოთებულია.კერძოდ, სწავლებით, რეალური ცეცხლის გამოყენებით და ეკონომიკური იძულებით, რაც დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების აზრით რისკია არასაჭირო ესკალაციისთვის.