„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ჟირონა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „მალიორკასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა, 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად შეცვლაზე შევიდა და თამაში მაშინვე გაამწვავა.
79-ე წუთზე ქართველმა თავის მიერ მოპოვებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კვარაცხელიას ისევ ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს, 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში იდაყვი ჩაარტყა. ქართველმა შემტევმა სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი, თუმცა სერიოზული დაზიანება არ მიუღია.შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სეზონის დაწყებამდე გამართულ 5 ამხანაგურ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნაპოლის შემდეგი საკონტროლო შეხვედრა 6 აგვისტოს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გაიმართება.