მონღოლეთის ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს, ნაიდანგინ ტუვშინბაიარს მკვლელობისთვის 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
38 წლის ძიუდოისტი სამშობლოში ლეგენდარულ სპორტსმენად ითვლებოდა და კარიერის დასრულების შემდეგ მონღოლეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელიც იყო.
ნაიდანგინმა დანაშაული 2021 წლის აპრილში ჩაიდინა, როდესაც სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბავშვობის მეგობარსა და ძიუდოს ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელ ერდენბილეგ ენხბატს დაესხა თავს ფიზიკურად გაუსწორდა.
მონღოლური მედიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ დაზარალებულმა 8 თვე კომაში გაატარა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ტუვშინბაიარს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტიც დაატოვებინეს, სასამართლოს გადაწყვეტილება კი ახლა გახდა ცნობილი.
ნაიდანგინმა ოლიმპიური ოქრო 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
2012 წელს, უკვე ლონდონის ოლიმპიადაზე ტუვშინბაიარი ვერცხლის მედალს დაუეფლა, 2017 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.