"მოქალაქეები" და "გირჩი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დეპოლარიზაციისთვის სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უმნიშვნელოვანესია.
„საჭიროა, ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა,“ -წერია განცხადებაში.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საკითხს. როგორც ირკვევა პარტიებისთვის მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან ქვეყანაში სიმშვიდეს შემოიტანს.
„სააკაშვილის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველი პოლიტიკური ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს", რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული,“ -წერია დოკუმენტში, რომელსაც „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივად ავრცელებენ.