აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და შედეგების გაცნობის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მედია-ტური მოეწყო. სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ, მობილიზებული ტექნიკა და მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს.
მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ოზურგეთში მშენებარე თხილის საშრობი დაათვალიერეს. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერებისთვის სპეციალური შესაწამლი აპარატების გადაცემის პროცესს დაესწრნენ.